1774555363
ტრამპი: ირანის მთავრობის თხოვნის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ ენერგოობიექტების განადგურების პერიოდს 10 დღით ვაჩერებ - 2026 წლის 6 აპრილამდე
ირანის მთავრობის თხოვნის შესაბამისად, წინამდებარე განცხადებით გაცნობებთ, რომ ენერგოობიექტების განადგურების პერიოდს 10 დღით ვაჩერებ - 2026 წლის 6 აპრილამდე, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ირანის მთავრობის თხოვნის შესაბამისად, წინამდებარე განცხადებით გაცნობებთ, რომ ენერგოობიექტების განადგურების პერიოდს 10 დღით ვაჩერებ - 2026 წლის 6 აპრილამდე, ორშაბათს, საღამოს 8 საათამდე (აღმოსავლეთის დროით). მოლაპარაკებები გრძელდება და, „ფეიკ ნიუს“ მედიისა და სხვების საწინააღმდეგო მცდარი განცხადებების მიუხედავად, ის ძალიან კარგად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ტრამპმა.












