36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურს უწოდებენ.
მისი თქმით, ყველა, ვინც ამ საქმეს პოლიტიკურ სარჩულს აბამს, შეურაცხყოფას აყენებს კანონის უზენაესობას.
„ნებისმიერი, ვინც ცდილობს, რომ აქ რაღაც პოლიტიკური სარჩული შეიტანოს, ის პატივს არ სცემს და შეურაცხყოფას აყენებს კანონის უზენაესობას. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციისგან ჩვენ ეგ არ გვიკვირს, ვინაიდან მათი საქმიანობის ყველა ეტაპზე სწორედ ამით იყო გამორჩეული, რომ კანონის უზენაესობას ფეხქვეშ თელავდნენ, უბრალოდ ამას აკეთებდნენ იქიდან, რომ მართავდნენ სასამართლოს. დღეს ამის უნარი და რესურსი არ აქვთ და განცხადებებით შემოიფარგლებიან, მაგრამ მათი ზნე მაშინაც და ახლაც იყო ანტისახელმწიფოებრივი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.