რატომ უნდა დავლიოთ წყალი ყავის დალევამდე - არუნ ხათრის რეკომენდაცია

არუნ ხათრი

ყავის დალევამდე ერთი ჭიქა წყლის მიღება მხოლოდ ტრადიცია არ არის - მას რამდენიმე პრაქტიკული მიზეზი აქვს. რატომ მიირთმევენ ევროპის ბევრ კაფეში ყავასთან ერთად წყალსაც და რა მნიშვნელობა აქვს ამ ჩვევას ორგანიზმისთვის? ამის შესახებ არუნ ხათრი წერს.

„რატომ ვსვამ წყალს ყავის დალევამდე? შეგიმჩნევიათ, რომ ევროპის ბევრ კაფეში ყავის შეკვეთისას წყალსაც მოგიტანენ? ამ ტრადიციას თავისი მიზეზი აქვს.

პირველ რიგში, ჰიდრატაცია:წყალი გვეხმარება ორგანიზმში სითხის ბალანსის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით დილით, რამდენიმე საათიანი უჭმელობისა და წყლის მიუღებლობის შემდეგ.

გემოს შეგრძნება: წყალი პირის ღრუს ასუფთავებს და გვეხმარება ყავის ნამდვილი გემო უკეთ შევიგრძნოთ.

ყავა მჟავეა:ყავას აქვს ზომიერად მჟავე pH (დაახლოებით 4.5–5.5). წყლის მიყოლება პირის ღრუში ყავის ნარჩენების ჩამორეცხვას უწყობს ხელს.

ჯანსაღი ჩვევა: დაიწყეთ დღე წყლით და შემდეგ მიირთვით თქვენი საყვარელი ყავა. დაიმახსოვრეთ, ყავა წყალს ვერ ჩაანაცვლებს. ჯერ წყალი, შემდეგ ყავა!“, - წერს არუნ ხათრი.

✕