1769629801
რატომ ემართება ადამიანს ინფარქტი ზუსტად იმ ასაკში, როცა მამა გარდაიცვალა? - რას წერს რამაზ გიგაური
ასტროლოგი, ფსიქოლოგი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს თემაზე: რატომ ემართება ადამიანს ინფარქტი ზუსტად იმ ასაკში, როცა მამა გარდაიცვალა? - წერს:
„ოდესმე გქონიათ განცდა, რომ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობთ?ან შეგიმჩნევიათ უცნაური კანონზომიერება: წარმატებული კაცი კოტრდება ზუსტად 40 წლის — იმ ასაკში, როცა მისმა წინაპარმა რეპრესიების გამო ყველაფერი დაკარგა და გადაასახლეს.ქალი ვარდება მძიმე დეპრესიაში 35 წლის — იმ ასაკში, როცა დედამისი დაქვრივდა.ეს არ არის დამთხვევა. მეცნიერება ამას „იუბილეს სინდრომს“უწოდებს.სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯოზეფინ ჰილგარდმა ათასობით პაციენტის შესწავლისას შოკისმომგვრელი ფაქტი აღმოაჩინა: „გონებას შეიძლება დაავიწყდეს ტრავმის თარიღი, მაგრამ სხეულს — არასდროს.“,- წერს რამაზ გიგაური.












