რას წერდა რამდენიმე თვის წინ მარიკუნა მიქატაძე ტრაგიკულად დაღუპულ დედაზე

მარიკუნა მიქატაძე

მარიკუნა მიქატაძის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ერთი კვირა გავიდა. 39 წლის ქალს საბერძნეთიდან სამშობლოში ხვალ, გამთენიისას ჩამოასვენებენ.

გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ოჯახმა საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ 38 წლის წინ მიიქცია. მაშინ, როცა მარიკუნა 11 თვის იყო, საბედისწერო ტყვიამ ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა და ამის გამო, მსახიობმა გია ფერაძემ სასჯელი სამშობლოდან მოშორებით, მძიმე პირობებში მოიხადა.

ერთ-ერთ გადაცემაში, რომელიც ეთერში 13 წლის წინ გავიდა, მარიკუნა ტრაგედიის გამომწვევ ვერსიებზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ ამ ბურუსით მოცულ ამბავში, მისთვის ბოლომდე გარკვეული არაფერი ყოფილა.

სოციალურ ქსელებში ახალგაზრდა ქალის ბევრ ფოტოს ვერ ნახავთ. ჩვენი ყურადღება დედის ფოტომ მიიქცია.

მჭირდები, დედა“ - დაწერა რამდენიმე თვის წინ მარიკუნამ. 

გამომწერების თქმით, მას ზუსტად დედის მსგავსი თვალები აქვს.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „მეძინება, მიშველეთ...“ - ირინა ქიქოძე დედის, მარიკუნა მიქატაძის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

ცნობილი ხდება მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალების ვერსია

VIDEO: „რა გიშველო“ - ნინი ქარსელაძე მარიკუნა მიქატაძის კადრებს აქვეყნებს