ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოცდის მიმდინარეობისას, ჭერი ჩამოვარდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ თსუ-ში უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ეს არის შეკიდული ჭერი და ძლიერმა ქარმა გამოიწვია ჩამოვარდნა. როგორც კი რაღაც საშიშროება იყო, სტუდენტები გაიყვანეს საგამოცდო სივრციდან. ჩამოვარდნის შემდეგ, ჩვენმა სპეციალისტებმა შეამოწმეს ყველაფერი და საშიშროება რომ აღარ იყო, შემოვიყვანეთ უკან. საგამოცდო პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდა“,- ამბობენ უნივერსიტეტში.