იწვევს უშვილობას, ღვიძლის დაავადებებს - არუნ ხათრი დიასახლისებს აფრთხილებს
1771179309
საცხოვრებელ ბინებში ვიდეოკამერების დამონტაჟების საკითხი ხშირად გაუგებრობის მიზეზი ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახლში დასაქმებული პირები ვიდეომონიტორინგის შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ არიან.
რა შემთხვევაშია კანონიერი კამერების დაყენება, რა ვალდებულებები აქვს მფლობელს და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ - ამ და სხვა თემებზე “კვირის პალიტრა” ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებულ ადვოკატს ნუგბარა როსტიაშვილს ესაუბრა:
-ვმუშაობ ოჯახში ბავშვების ძიძად, ახლა აღმოვაჩინე, რომ ბინის მფლობელს სახლში დაუმონტაჟებია კამერები. იყო თუ არა ვალდებული, რომ ეს ჩემთვის ეთქვა?
-ასეთ დროს უნდა მიმართოთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, ვინაიდან დაუშვებელია ფარულად კამერების დაყენება. მეპატრონე ვალდებულია, იქ, სადაც ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს, გააკეთოს აღნიშნულის შესახებ მითითება, ანუ გააკრას სტიკერი, რომელიც მიუთითებს ვიდეომონიტორინგზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ის დაჯარიმდეს.
მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ ქონება თანაბრად იყოფა ცოლსა და შვილებზე, თუ ამ შემთხვევაში წილის მოთხოვნის უფლება აქვს გარდაცვლილის მშობელსაც?
- დიახ, წილის მოთხოვნის უფლება აქვთ გარდაცვლილის მშობლებსაც, ვინაიდან ისინიც პირველი რიგის მემკვიდრეები არიან როგორც ცოლი და შვილები.
დედა ხდება პენსიონერი ორ თვეში, არ იმყოფება საქართველოში, არის ემიგრაციაში. პენსიის თანხა რომ არ დაიკარგოს, რა შეიძლება გაკეთდეს? ჯერჯერობით ჩამოსვლას ვერ ახერხებს და ბანკში ვერ მივა.
- შესაძლებელია თქვენს სახელზე გააკეთოს მინდობილობა და თქვენი წარმომადგენლობის მეშვეობით გახდეს პენსიონერი და მიიღოს პენსია. გააგრძელეთ კითხვა...