რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში გრძელდება ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“.
კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრებმა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისსა და ქუთაისში VI–IX კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედება, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, სოციალური წნეხის ამოცნობა და მასთან გამკლავების ეფექტიანი გზები.
კამპანიის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია, ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.