რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. მომავლის პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კი, პარტნიორებთან ერთად STEM მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი პროექტი - STEM სკოლა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით მოსწავლეების დაინტერესებასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

სწორედ ამ მიზნით, VII-XI კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის და მეცნიერების მიმართულებით.

STEM სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, დისტანციურად დაესწრონ გაკვეთილებს და მიიღონ ხარისხიანი განათლება.

განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 90 სტიპენდიატს ასახელებს და მათ სწავლის ხარჯებს უფინანსებს - 60 მოსწავლეს სრულად, ხოლო 30-ს ნაწილობრივ.

წელს STEM სკოლაში უკვე 2000-მდე მოსწავლემ ისწავლა, საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რაოდენობა კი 300-ზე მეტია.

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა

STEM მიმართულებით განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM ოლიმპიადას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში კი შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

STEM ოლიმპიადაში წელს მონაწილეობა 150-ზე მეტი სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს კი საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცა.

სულ მალე STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყება, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, მოემზადონ ოლიმპიადის დავალებებისთვის, გაიუმჯობესონ ცოდნა და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი.

ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge