ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო კათოლიკე მრევლს შობას ულოცავს

ჯუზეპე პაზოტო

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო კათოლიკე მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს.

მისი თქმით, შობა ნიშნავს სითბოსა და სიყვარულს.

„მთელი გულით გილოცავთ ქრისტეს შობას. ეს დიდი და ლამაზი დღესასწაულია. მთელი გულით მსურს, შევიდე თქვენს გულში და თქვენს ოჯახში, განსაკუთრებით იქ, სადაც ვინმე ავად არის, ვინმე მარტო არის. შობა ნიშნავს სითბოს. ღმერთი არის სითბო, სიხარული და ყურადღება ადამიანების მიმართ. იესო მოვიდა და იესო არის ღმერთის ხატი და მის ცხოვრებაში ჩვენ ვხედავთ, რომ მისი სიყვარული ადამიანებისადმი იყო დიდი – ჩემ მიმართ, თქვენი მიმართ, ყოველი ადამიანის მიმართ. გილოცავთ და გისურვებთ, ამ დღეებში მაინც თქვენ გახდეთ სხვა ადამიანებისთვის სითბოს ნიშანი. ეს არის ყველაზე ლამაზი ქადაგება, რომელიც იქნება ჩვენს ეკლესიაში ამ დღეებში: მე, თქვენ, ყველანი ვიქნებით სიყვარულის ნიშანი სხვების მიმართ, იესოს ნიშანი სხვების მიმართ. იესო დაიბადა ამისთვის“, – აღნიშნა ჯუზეპე პაზოტომ.