ტრაგედია ნინო და ილიკო სუხიშვილების ოჯახში - „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1766563500
სპორტსმენი და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი, რომელიც დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და უაქციზო სიგარეტის საქმეზეა ბრალდებული, პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას პატიმრობა 200 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ სპორტსმენის ადვოკატზე, გაგი მოსიაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, კანდელაკს პატიმრობა 19 სექტემბერს შეეფარდა, ის 6 პირთან ერთად 17 სექტემბერს დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოიღეს უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
კანდელაკი და კიდევ 6 პირი 17 სექტემბერს დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოიღეს უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ქართული და უცხოური ბრენდული სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ, არაყი ბელუგა, ბელვედერი, გრეიგუსი, ვისკი ბორკანი და ჩივას რეგალი.
ჩხრეკისას ქარხანაში ასევე აღმოვაჩინეთ ხსენებული სასმელების წარმოებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება.
ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი კარელია" - ნათქვამია საგამოძიებოს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ამოღებული უაქციზო სასმელების და სიგარეტების სარეალიზაციო ღირებულებამ, შესაძლოა, მილიონობით ლარი შეადგინოს.