არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვებს უფლება შეიძინონ ასაფეთქებელი საშუალებები მარტომ - უსაფრთხოების სპეციალისტი, გოჩა გოგიბერიძე

გოჩა გოგიბერიძე

უსაფრთხოების სპეციალისტი, გოჩა გოგიბერიძე გადაცემაში „დიდი შესვენება“ მოახლოებული დღესასწაულის ფონზე, პიროტექნიკის გამოყენების საფრთხეზე საუბრობს.

სპეციალისტი მშობლებს აფრთხილებს, არ მისცენ შვილებს საშუალება ასაფეთქებელი პიროტექნიკა მათ გარეშე შეიძინონ:

„ყველას კარგად მოგვეხსენება სხეულის დაზიანებები ბავშვებში, როცა ამ ასაფეთქებელ ნივთიერებებს ზედოზირებულად და დიდი მასშტაბებით, ზომებით და ფორმებით იყენებენ ბავშვები და შედეგად დგება ყველაზე კარგ შემთხვევაში მცირე დაზიანება და ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეიძლება უკვე საკმაოდ მძიმე დაზიანებებიმოჰყვეს, ამიტომ პირველი რჩევაა, რომ მშობლებმა არავითარ შემთხვევაში ბავშვებს არ მისცენ ნება, რომ შეიძინონ ასაფეთქებელი საშუალებები თვითნებურად და მარტომ. გაჰყვეს მშობელი და შეურჩიოს ის რაც მინიმალურია, გაესაუბროს გამყიდველს რას ყიდულობენ და როგორი სახით უნდა გამოიყენონ, რამდენად ის უსაფრთხოა და არავითარ შემთხვევაში დახურულ სივრცეში არ გამოიყენონ“, –ამბობს სპეციალისტი.