რა შემთხვევაში შეეზღუდება სკოლაში საქმიანობა 3 წლით პედაგოგს - ახალი დეტალები განათლების კანონპროექტიდან

მასწავლებელი

საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძვეელზე მომზადდა, უკვე პარლამენტშია.

საკანონმდებლო ორგანო „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში, დაჩქარებული წესით დაამტკიცებს.

კანონპროექტში საზოგადოებისთვის დღემდე არსებული სიახლეების გარდა, სასკოლო ცხოვრებაში დასანერგი სიახლეების შესახებაც არის საუბარი, რომლებიც უკავშირდებათ როგორც მოსწავლეებს ყველა საფეხურზე, ისე მასწავლებლებს და სასკოლო საზოგადოებას.

მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივით, მასწავლებელს/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, რომელსაც შრომითი ურთიერთობა შეუწყდა მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, შეეზღუდება სკოლაში საქმიანობის უფლება გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში, ვინაიდან, მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს მასწავლებლის პროფესიული ეთიკისა და სკოლის შინაგანაწესის უხეშ დარღვევას და ეჭვქვეშ აყენებს მის უნარს, უზრუნველყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო.