რა ხდება ბიჭო სკოლაში? - მამებს შვილებთან ურთიერთობა ეს ჰქონიათ - ფსიქოლოგი

მამა-შვილი

შვილები უნდა მოვამზადოთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის - ამბობს ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე და გავრცელებულ პრაქტიკაზე საუბრობს.

„ბავშვების 90 პროცენტი იბადება თუ არა აღმოჩნდება ქალების გარემოცვაში: დედა, ბებია, ძიძა... საბავშვო ბაღში და სკოლაში მასწავლებლების დიდი ნაწილი ქალია. ამიტომაა რომ მამის ურთიერთობა შვილთან ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ამ ურთიერთობასაც ცოდნა უნდა. კი ბატონო, მაქვს ურთიერთობა - მეუბნება მშობელი. მაგრამ რას აკეთებს, რა არის მისი აზრით ურთიერთობა? რა ხდება ბიჭო სკოლაშ, - ეს ჰქონია ბევრს ურთიერთობა.

ურთიერთობაა როცა შენ შენს შვილთან ერთად ატარებ ერთ სრულფასოვან დღეს. ურთიერთობაა როცა შენ ატარებ მასთან დღეს და მას დაუთმე ეს დღე. „ამონაშვილების აკადემიაში“ დავესწარი ერთ ასეთ ექსპერიმენტს, როცა ბავშვებს მისცეს დავალება და უთხრეს, რომ უნდა დაერეკათ ერთ საყვარელ ადამიანთან და თითქმის ყველა ბავშვმა დარეკა დედასთან, მამასთან არავის დაურეკავს“ - ამბობს ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე გადაცემაში „მამების დრო“.