ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
1758207600
რა ფორმით ჩატარდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომელ პროგრამებზეა ყველაზე დიდი კონკურსები,- თემაზე გადაცემაში „შუადღე" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო წერეთელი საუბრობს:
„2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალიზმა გვაჩვენა, რომ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად კვლავ სამართალი რჩება. ასევე, ბიზნესის ადმინისტრირება. სხვათა შორის, მოთხოვნა არქიტექტურაზე გაიზარდა. მოთხოვნადია, ფსიქოლოგია, ეკონომიკა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე საინჟინრო მიმართულებებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც იცით, ნავიგაციის მიმართულებით ორი უმაღლესი სასწავლებელი გვაქვს. ამ მიმართულებითაც დაინტერესებისა და მსურველების მომატება იგრძნობა. რა თქმა უნდა, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მოთხოვნა იზრდება. პროგრამების რაოდენობაც იზრდება. მოთხოვნა როგორც ბაკალავრიატის, ასევე სამაგისტრო საფეხურის დონეზე მაღალია. პროფესიულ სასწავლებლებში მისაღებ ტესტირებასაც ჩვენ ვატარებთ და მინდა გითხრათ, რომ იქაც ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამაზე მოთხოვნა დიდია.
2026 წელს ზუსტად იმავე მოდელით ჩატარდება გამოცდები, როგორც 20 წელი ვატარებდით. მზადება უკვე დავიწყეთ და აბიტურიენტებს ვურჩევ, ინფორმაციას კარგად გაეცნონ".
ვრცლად: