1758216436
ირაკლი კობახიძე: ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მადლობა ფონდს და პირადად ბიძინა ივანიშვილს

დავათვალიერეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით და რომელშიც განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მინდა, ფონდს და პირადად ბიძინა ივანიშვილს გადავუხადო მადლობა ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.
მისივე თქმით, ჰაბი ახალგაზრდებს საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობას მისცემს.
„შენობაში განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ თვითრეალიზების, საკუთარი იდეების რეალიზების საშუალება და მნიშვნელოვანია ამ კუთხითაც ამ ულამაზესი შენობის რეაბილიტაცია,“- განაცხადა პრემიერმა.