მოძრაობა შეიზღუდება! - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1758222672
ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილზე დაბრუნდა, სანამ პოლიცია ჩარლი კირკის მკვლელს ეძებდა. ამის შესახებ პროკურორები საუბრობენ.
ტაილერ რობინსონი იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც სასიკვდილო ტყვია გაისროლა, რამაც კირკის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, იმავე დღეს ადგილზე დაბრუნდა.
პირსახოცში გახვეული ცეცხლსასროლი იარაღი ბუჩქებში იყო დამალული. იმ ადგილიდან 150 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, სადაც კირკი რამდენიმე საათით ადრე დაჭრეს.
პროკურორების თქმით, ეჭვმიტანილი ადგილზე იქამდე დაბრუნდა, სანამ პოლიცია იარაღს აღმოაჩენდა.
ეს გამოვლინდა რობინსონსა და მის ტრანსგენდერ პარტნიორს შორის ტექსტური მიმოწერიდან, რომლის დროსაც მან, სავარაუდოდ, აღიარა კირკის სროლა. სავარაუდოდ, რობინსონმა ტექსტურ შეტყობინებაში დაწერა, რომ ის აკვირდებოდა სიტუაციას, რათა გაერკვია, როდის იქნებოდა იარაღის ასაღებად საუკეთესო დრო.
„შეიძლება ახლოს მივიდე, მაგრამ იქვე, საპატრულო მანქანაა გაჩერებული. მგონი, ეს ადგილი უკვე დაასუფთავეს, მაგრამ არ მინდა, რისკზე წავიდე“,- წერდა იგი შეტყობინებაში.
საბოლოოდ, რობინსონმა ვერ მოახერხა იარაღის ადგილიდან ამოღება და პარტნიორს უთხრა: „ვნერვიულობ ანაბეჭდებზე, ბუჩქნარში მომიწია მისი დატოვება, სადაც ტანსაცმელი გამოვიცვალე. არ მქონდა შესაძლებლობა ან დრო, რომ თან წამეღო. ... იმედი მაქვს, ანაბეჭდებს ვერ მიაგნებენ. როგორ ავუხსნა ჩემს მოხუცს მისი დაკარგვის შესახებ“.
ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მან, სავარაუდოდ, კირკისთვის სროლისთვის გამოიყენა ოჯახური რელიქვიაა, რომელიც ოდესღაც მის ბაბუას ეკუთვნოდა და მოგვიანებით, მშობლებმა რობინსონს აჩუქეს.
გამომძიებლებმა იარაღი და პირსახოცი მართლაც იპოვეს და პროკურორებმა 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ორივე ნივთზე რობინსონის დნმ აღმოაჩინეს.