ტემპერატურის კლება, წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლომდე
1794855802
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „WijnimportBleeker“ ორგანიზებით, ამსტერდამში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია „Grand Georgian Wine Tasting“ გაიმართა.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 18 მარნისა და კომპანიის ღვინოები.
ღონისძიების ათასობით სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, დაეგემოვნებინა ქართული ღვინის მწარმოებელიკომპანიების სხვადასხვა სტილის როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.
ამსტერდამში ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიებას, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე დაესწრო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზექართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობისამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებსამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისბაზრებზე ახორციელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2026 წლის 3 კვარტალში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 20ქვეყანაში 24 გამოფენა/ფესტივალსა და 146 დეგუსტაცია-სემინარზე.