"ქარიშხალი, წვიმა, თოვლი..." – ნახეთ, 2 აპრილამდე სად როგორი ამინდია მოსალოდნელი

ამინდი იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტო 2 აპრილამდე ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას, მდინარის ადიდებებს და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.

საგანგებო განცხადების მიხედვით, რიგ მუნიციპალიტეტებში ღამის საათებში შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურაც დაფიქსირდეს.

მისივე ინფორმაციით, ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე.

ამინდის მკვეთრი ცვლილების გამო, საქართველოს გზებზე შეზღუდვებია.

30 მარტიდან 2 აპრილამდე, სავარაუდოდ,  ქუთაისში +7 - +5 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 -0 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +6- -4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2-0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +6 - +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2-1 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +7 - +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3- 0 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +8- +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 -0 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +7- +4 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმში, ღამით +2- 0 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოთოვს. დღისით 0 გრადუსია, ღამით კი -7 - 9გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +5 - 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 - 4 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს.

თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +5 - +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 -0 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +3 - +1გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 - -5 გრადუსამდე დაიწევს. მოთოვს.

თოვლიანი დღე იქნება ბორჯომში, დღისით +3 - 0 ღამის ღამით კი -3 -  5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 - 8 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს.

გორში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +6 -+ 4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -2 - 3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +6 - +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 - 1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში +1 - 0 გრადუსი და თოვლა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 -8  გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +2-0, ღამით კი -8 -10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში დარია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 - +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +15 - +10გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 -0 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +16 - +12 გრადუსი, ღამით კი +4 - +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +16 -+11 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +4 -0  გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +11 - +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 -0 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10- +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 - +1გრადუსია მოსალოდნელი.