გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ და სხვა საქმეზეც წარედგინათ
1770722037
გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები! ამას რატომ ითმენდით დიდ დიღომში,- წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში და პროკურატურას მადლობას უხდის.
„პროკურატურავ მადლობა! აი, რა მაყვირებდა! გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები! ამას რატომ ითმენდით დიდ დიღომში“,- ნათქვამია გიგა ავალიანის დედის მიმართვაში.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ და სხვა ძალადობრივი დანაშაულების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ.
საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება.
ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გააკეთა.
პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 5 ეპიზოდზე.
პროკურატურა, სხვადასხვა პირებთან ერთად, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის 5 ეპიზოდის დეტალებზე საუბრობს და ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.