ცნობილია, რამდენი ქულა მიიღო საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე
1792877386
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირების მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი მოადგილე ეკატერინე მაჩიტიძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თათია გორგილაძესთან ერთად ბათუმში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში გაეცნო.
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის ტესტირება 24 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო საგნებში დაიწყო. დღეს, 25 ოქტომბერს კი გამოსაცდელებისათვის ტესტირება წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ტარდება.
ტესტირება 27 ქალაქში გახსნილ 42 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. წელს პროფესიულ ტესტირებაზე რეგისტრირებულია 12 600-მდე მსურველი. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებს.