VIDEO: „მოვიდა ანალიზის პასუხი...“ - „დანტესი“ მიმართვას ავრცელებს
1783017034
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს მნიშვნელოვანი გაფრთხილებით მიმართავს და განმარტავს, რატომ არ არის შესაძლებელი მხოლოდ შეტყობინებით გაგზავნილი ანალიზებისა და სიმპტომების საფუძველზე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად შეფასება.
როგორც ექიმი წერს, ხშირად მშობლები მას სწერენ: „ექიმო, ანალიზები ჩაგიყარეთ, გთხოვთ, გადახედოთ და მითხრათ, რამე საშიშია?“ თუმცა, მისი განმარტებით, მხოლოდ ლაბორატორიული კვლევებისა და წერილობით აღწერილი სიმპტომების მიხედვით იმის თქმა, რამდენად საშიშია კონკრეტული მდგომარეობა, პროფესიულად არასწორი და უპასუხისმგებლო მიდგომაა.
ინგა მამუჩიშვილი აღნიშნავს, რომ ერთი და იგივე ჩივილი სხვადასხვა ბავშვში შესაძლოა სრულიად განსხვავებულ მიზეზს უკავშირდებოდეს, რის გამოც დიაგნოზის დასასმელად ხშირად აუცილებელია ბავშვის უშუალო გასინჯვა.
„ექიმო, ანალიზები ჩაგიყარეთ, გთხოვთ გადახედოთ და მითხრათ რამე საშიშია???
ძვირფასო მშობლებო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შეტყობინებით აღწერილი სიმპტომების და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე იმის თქმა, “საშიშია თუ არა“ კონკრეტული მდგომარეობა, ხშირად შეუძლებელია და პროფესიულად არასწორი, უპასუხისმგებლო მიდგომაა.
ერთი და იგივე ჩივილი სხვადასხვა ბავშვში სრულიად განსხვავებულ მიზეზს შეიძლება უკავშირდებოდეს და ხშირად დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ბავშვის უშუალო გასინჯვა. ჩვენი მიზანია ყოველთვის მოგცეთ უსაფრთხო და სანდო რეკომენდაცია. ამიტომ, როდესაც არსებობს რისკი, რომ დისტანციურად ვერ შევაფასებ მდგომარეობის სიმძიმეს, გთხოვთ, ნუ მიიღებთ ამას უარის ნიშნად - ეს არის პასუხისმგებლობა თქვენი შვილის ჯანმრთელობის მიმართ(თუმცა ისიც იცით, რომ უხშირესად უპასუხოდ არ ვტოვებ არცერთ თქვენგანს)ბავშვის ჯანმრთელობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია-ჯერ უსაფრთხოება, შემდეგ დასკვნები"- წერს პედიატრი.