„პატარა დანიელი ახლა სიკვდილს ებრძვის... ხერსონიდან საქართველოში გამოიქცნენ...“ - რას ამბობენ ბათუმში დაღუპული 10 წლის ბიჭის ოჯახზე

10 წლის დავითი

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაზე ახალ დეტალებს ავრცელებს. მისი თქმით, ბავშვების დედა უკრაინელია და ოჯახი ომამდე ხერსონში ცხოვრობდა. მეორე ბავშვის, 3 წლის დანიელის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

შეგნებულად არ ვწერდი ამდენი დღეა არაფერს ამ თემაზე, მაგრამ ამდენი სალანძღავი კომენტარი რომ დავინახე დედაზე, გავმწარდი! დედა უკრაინელი ჰყავს ამ ბავშვს, მამა ქართველი, ბათუმელი... დაბომბეს და გაანადგურეს ხერსონი, ბათუმში დაბრუნებულს მშვიდი ცხოვრება უნდა ჰქონოდათ და ეს ტრაგედია დატრიალდა...

ნამუსიან და უნამუსო ადამიანებს შორის ის განსხვავებაა, რომ ნამუსიანებს სხვის მიერ ჩადენილი უკეთურებისაც სცხვენიათ, უნამუსოებს კი საკუთარი ჩადენილისაც არა. რატო გაცივდით? რატო უხეშობთ? რატო ილანძღებით? რატო იბოღმებით? განა ეგ არის ქრისტიანობა? გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი. ეს სიტყვები სულ დაივიწყეთ? ჩვენ არ ვაცვით უფალი იესო ქრისტე ჯვარს? ჩვენ არ გამოვუტანეთ განაჩენი? უფალმა დაგვსაჯა ჩვენ? არა. მან ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქა. მან ჩვენ ყველა ცოდვა მოგვიტევა. უფალმა ჩვენ თავის ხატებად შეგვქმნა. იყავით ადამიანებად და იცხოვრეთ ადამიანურად. ზოგჯერ მაინც გადაშალეთ ბიბლია და წაიკითხეთ. ეკლესიაში შედიხართ ადამიანები, გარეთ გამოდიხართ არაადამიანები. გარეთ სულ გავიწყდებათ ღმერთი, ადამიანობა, სიყვარული, მოყვასი და ქრისტიანობა.“ - წერს შოთო სიხარულიძე.

ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე დაკავებულ 64 წლის მამაკაცს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე გამოიკვეთა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე.