გაუჩინარებულ სტუდენტთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
1779907236
პარლამენტში, რამდენიმე წუთში, განათლების მინისტრის ინტერპელაცია იწყება. გივი მიქანაძე უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. ფრაქციამ "საქართველოსთვის" მინისტრს 44 შეკითხვა გაუგზავნა. მოსმენა სწორედ მათი ინიციატივით შედგება.
კითხვები ეხება განათლების რეფორმას, მათ შორის დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას და პროგრამების გადანაწილებას.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, შალვა კერესელიძე ამბობს, რომ შეკითხვები არაერთ მიმართულებას ეხება და მიზანი არის ის, რომ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს განათლების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
"საზოგადოებას აინტერესებს მინისტრის პასუხები ახალ რეფორმასთან დაკავშირებით. დაწყებულია უკვე ბავშვების რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, სადაც არის დაიწყება უკვე უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები და რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა, საზოგადოებამ არ იცის და ამაზე პასუხი მინისტრისგან საზოგადოებას და ჩვენ გვაინტერესებს," - აცხადებს შალვა კერესელიძე.