,,ნეტავ იცოდეთ, რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი…" - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი

rachveli

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც თან საგრიმიოროში გადაღებულ ფოტოს ურთავს.

,,ფოტო საგრიმიოროში… 4 საათიანი რეპეტიციის და 2 საათიანი კონცერტის შემდეგ… ამ დროს გონებით ვიცი, რომ დაღლილი უნდა ვიყო, მაგრამ სინამდვილეში მგონია, რომ ახლა იგივეს მეორედაც შევძლებ…

დიდი მადლობა ყველას, სულ ყველას, ვინც გაიზიარა და იზიარებს ჩვენს მუსიკას, სათქმელს და უზარმაზარ სითბოს გვიგზავნის დარბაზიდან სცენაზე… ნეტავ ყველამ იცოდეთ, რამდენს ნიშნავს და როგორი ძვირფასია ეს ყველაფერი…", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.