„მეზიზღება რუსეთი... ეს არის დედამიწის სირცხვილი“ - ნიკოლოზ რაჭველი

rachveli

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმიანება რუსულ ოკუპაციას.

როგორც კომპოზიტორი აღნიშნავს, რუსეთი რომ სახელმწიფოა, არის დედამიწის როგორც სირცხვილი, ასევე მსოფლიო სამყაროს „დიპლომატიის“ ბრალიც.

,,მეზიზღება რუსეთი, როგორც სახელმწიფო!!! ეს არის დედამიწის როგორც სირცხვილი, ასევე მსოფლიო სამყაროს „დიპლომატიის“ ბრალიც!!! ღმერთო მომასწარი რუსეთის, როგორც იმპერიის განადგურებას... ჩემ რუს მეგობრებს, მეტწილად მუსიკოსებს, ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მათთვისაც უკეთესი იქნება ჩემი სანუკვარი ოცნების ასრულება!!!!“,-წერს ნიკოლოზ რაჭველი.