ნახეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ყინვა

16 იანვარს ქუთაისში +14 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც უნალექო დღე და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექოდ ჩაივლის დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით 0 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი დღე და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით +5 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღე -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -3, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით მზიანი ამინდი და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია უნალექო დღე.