ნახეთ, მიხეილ ცაგარელის 29 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

რაც უფრო კარგად გააცნობიერებთ საკუთარ როლს გარშემომყოფთა ცხოვრებაში, მით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ.

პარტნიორული ურთიერთობა – მოიმატებს წყენა, ეჭვიანობა, ბრაზი და სარკაზმი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, ხელოვნების ნიმუშების და ანტიკვარული ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა –  თავი შეიკავეთ ინტიმური კონტაქტებისგან, რადგან მაღალია ვენერიული დაავადებებით დასნეულების ალბათობა. მოერიდეთ რენტგენსა და სხივურ თერაპიას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, ყელ-ყურისა და სასუნთქი სისტემის სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე და შავი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ქრიზოპრაზი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.