რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში - ეჯე ირთემის გარდაცვალების ყველა ვერსია გამოირიცხა
1783626550
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მაღალი ნიშნულებისკენ მიიწევს და სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ზოგიერთ რეგიონში +40 და მეტ სიცხესაც არ გამორიცხავენ. ასეთ პირობებში მნიშვნელოვნად იზრდება სითბური გამოფიტვისა და მზის დარტყმის რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში, ხანდაზმულებში და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მდგომარეობა ხშირად ერთმანეთში ერევათ, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება.
სითბური გამოფიტვის ძირითადი ნიშნებია:
ძლიერი ოფლიანობა;
სისუსტე და დაღლილობა;
თავბრუსხვევა;
გულისრევა ან ღებინება;
თავის ტკივილი;
კუნთების სპაზმი;
სწრაფი, თუმცა შედარებით სუსტი პულსი.
ამ დროს ადამიანს სასწრაფოდ უნდა მოარიდონ სიცხეს, გადაიყვანონ გრილ ადგილას, მისცენ წყალი მცირე ყლუპებით და სხეული ცივი კომპრესებით გაუგრილონ.
მზის დარტყმა კი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
მისი ნიშნებია:
სხეულის ტემპერატურა 40°C ან მეტი;
კანი ცხელი და მშრალი (ზოგჯერ ოფლიანობის გარეშე);
ძლიერი თავის ტკივილი;
დაბნეულობა, მეტყველების გაძნელება;
გონების დაკარგვა;
კრუნჩხვები;
აჩქარებული გულისცემა.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. ექიმების მოსვლამდე ადამიანი უნდა გადაიყვანოთ ჩრდილში ან გრილ სივრცეში, შეუმსუბუქოთ ტანსაცმელი და სხეული ცივი წყლით ან სველი პირსახოცებით გააგრილოთ.
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან?
დღის ყველაზე ცხელ პერიოდში (12:00-17:00 საათამდე) მოერიდეთ მზეზე ხანგრძლივ ყოფნას;მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, მაშინაც კი, თუ წყურვილს არ გრძნობთ;ჩაიცვით ღია ფერის, მსუბუქი ტანსაცმელი;გამოიყენეთ ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებები;