ზელენსკი: ნატოში გაიზარდა იმ ხმების რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას

ზელენსკი

საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რომელიც წლებით იზომება, როდესაც ყველა ლიდერი მსჯელობს, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში, გაიზარდა იმ ხმების რაოდენობა, ვინც ღიად უჭერს მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამის ორი მიზეზი არსებობს, აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ: პირველი - უკრაინის თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსის მაღალი დონე, ხოლო მეორე - ბრძოლისუნარიანი არმიის არსებობა.

„ყველა ხაზს უსვამს, რომ უკრაინის თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსი ნატოს დონისაა და უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენს არმიას, ქვეყანას და ტექნოლოგიურ კომპანიებს ყველა პატივს სცემს და სურთ, უკრაინის ხარჯზე საკუთარი პოზიციები გაამყარონ“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა დასძინა, რომ ნატოში აღიარეს, რომ ალიანსის თავდაცვისუნარიანობა უკრაინის გაწევრიანებით მხოლოდ მოიგებს.