1780376752
მტკვარში, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ორივე გარდაცვლილი მამაკაცია.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მაშველებმა ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს.
სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ცხედარი 31 მაისს, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ ხიდიდან გადამხტარ 50 წლამდე კაცს ეკუთვნის, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, თბილისში დაკარგულ პიროვნებას.
@primetime.ge რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ორივე გარდაცვლილი მამაკაცია.
♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი
ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟების თანამშრომლები.










