რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაგა კირკიტაძემ შეხვედრა
გამართა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ
მდივანთან არგუჯ ქალანთარლისთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული გლობალური გამოწვევები და ხაზი გაუსვეს ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ამ სფეროში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს სამოქალაქო
უსაფრთხოების ერთიანი სისტემის მთავარ მიზნებსა და პრიორიტეტებზე. ასევე
აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის გააგრძელოს აქტიური და კონსტრუქციული
თანამშრომლობა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და
საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო მიზნების განხორციელებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე
ესწრებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ
მღებრიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალური მდივანი ასევე ეწვია საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი
სამმართველოს ბაზას, სადაც სიმულაციური საჩვენებელი ღონისძიება და
სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკის გამოფენა გაიმართა.
არგუჯ ქალანთარლიმ ასევე მოინახულა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112”, სადაც გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის სისტემას გაეცნო და დეტალური ინფორმაცია მიიღო დანაყოფის საქმიანობის შესახებ.