თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს
1783451851
კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან ფხალაძე, სოციალურ ქსელში მშობლებს მიმართავს და მოუწოდებს, შვილებისთვის ყოველდღიურად, დილითა და საღამოს, ილოცონ. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შვილების უსაფრთხოებისთვის ღვთის შეწევნის თხოვნას.
„მშობლებო, ვისთვისაც ჩემი კურთხევა ყურადსაღებია, შვილებს ლოცვა უკითხეთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. აქ აღარ დავწერ, ყველა ლოცვის წიგნში წერია მამის წასაკითხი ლოცვა და დედის წასაკითხი ლოცვა. ღმერთს მეტად უნდა ვთხოვოთ, რომ დაიცვას ჩვენი შვილები. დარიგება, კოდექსები, პოლიცია, ჯარიმები, მეორე ხარისხოვანია, სიკვდილი ყველა ნაბიჯზეა უკვე ჩასაფრებული და ვერ ძღება. ასევე, ყველას გაძლევთ კურთხევას, მოერიდეთ საგზაო წესების დარღვევას, ერთმანეთში კონფლიქტებს, ექსტრემალურ სიტუაციებს, ნარკოტიკებს, სასმელს. სულ რამდენ წელსღა ცოცხლობს კაცი, იმასაც ნუ იმოკლებთ და ჩვენც ნუ გვიგლეჯავთ გულებს. ამ ორმოც წელში რა არ გადავიტანე, მაგრამ ანგელოზივით ბავშვისთვის პანაშვიდის გადახდა, წესის აგება, დაკრძალვა, ჩემთვის კატასტროფა იყო“, - წერს მამა ლევანი.