1774555363
მოსალოდნელი უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო თბილისის საკრებულოს შენობის ფასადიდან პატრიარქის ბანერები დროებით მოიხსნება
მოსალოდნელი უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო თბილისის საკრებულოს შენობის ფასადიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბანერები დროებით მოიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ამინდის გაუმჯობესებისთანავე ბანერები შენობაზე ისევ განთავსდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად თბილისში, სხვადასხვა უწყების შენობებზე ილია მეორის ბანერები 19 მარტს განთავსდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალეს.











