რა სიმპტომები ახასიათებს დენგეს ვირუსს, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა
1779913441
ბრინდიზის კვესტურა მოსახლეობას თაღლითური ზარების შესახებ აფრთხილებს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ემიგრანტი ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„იტალიის Questura di Brindisi მოქალაქეებსა და ემიგრანტებს აფრთხილებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ სატელეფონო ზარების მიღებისას.
ბოლო დღეებში არაერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ მათ დაუკავშირდნენ ბრინდიზის კვესტურის ცენტრალური ნომრიდან და ოპერატორის სახელით მოსთხოვეს პირადი მონაცემებისა და ზოგადი ინფორმაციის მიწოდება.
კვესტურა განმარტავს, რომ შესაძლოა საქმე თაღლითურ სქემასთან გვქონდეს და მოქალაქეებს მოუწოდებს:
• არ გააზიარონ პირადი ინფორმაცია, დოკუმენტების მონაცემები ან სხვა კონფიდენციალური დეტალები
• ჰკითხონ დამრეკავს კონკრეტული განყოფილების დასახელება და ოპერატორის სახელი
• ზარის დასრულების შემდეგ თავად დაუკავშირდნენ კვესტურას ოფიციალური არხებით და გადაამოწმონ ინფორმაცია
სამართალდამცავები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თაღლითები ხშირად სახელმწიფო უწყებების სახელით მოქმედებენ“, - წერს ხათუნა შარაძე.