„მიყურებს, მაგრამ აშკარად სხვაგან არის“ - 8 წლის დათის დედა

დათი

8 წლის დათი ქოქრაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. გუშინ მოზარდს ისრაელში მორიგი ოპერაცია გაუკეთეს. 

„ვგრძნობ, რომ ჩემი ნათქვამი რაღაცები ესმის. თვალს ოდნავ ახელს თითქოს, მაგრამ ბავშვი ჯერ ისევ შოკშია და არ არის აქ. მიყურებს ვითომ, მაგრამ აშკარად სხვაგან არის. ძალიან კრიტიკულ მდგომარეობა გვაქვს. ვართ ღმერთის და იმის იმედზე, რომ ამ წმინდა მიწაზე ვართ და არ გაგვწირავს. ამდენი ადამიანი რომ ლოცულობს ჩვენთვის, ეგ გვაძლევს იმედს და გვაძლიერებს. აქაც რომ ჩამოვედით, იმდენი ადამიანი დაგვიდგა გვერდით, სრულიად უცხო ხალხი ოჯახის წევრებივით გვიდგანან გვერდით, ეს ძალიან გვაძლიერებს და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა.“ - ამბობს „იმედის“ ეთერში დათის დედა.

ცნობისთვის, თბილისში, შარტავას ქუჩის ტროტუარზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს 31 მარტის დილით დაეჯახა. მძღოლი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ავტომობილის მძღოლს, დავით ჯალაღონიას.

მოზარდი ისრაელში სამკურნალოდ გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

დავეხმაროთ დათის  

ანგარიშის ნომრები:

#GE90BG0000000101545483

#GE05TB7962745064300024