ზოდიაქოს 5 ნიშანი, 2026 წლის გაზაფხულის ბოლომდე დამსახურებული ჯილდოს მიიღებს
1774774445
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო სიონში ამ წუთებში წირვას აღასრულებს. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მრევლი დილიდან შეიკრიბა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ მოქალაქეები. სიონში მიდიან, როგორც თბილისში მცხოვრები, ისე რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოსული ადამიანები.
დღეს ილია მეორის დაკრძალვიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა. წირვის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. პანაშვიდები სიონის ტაძარში 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
"დღევანდელ დღეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე შიო აღასრულებს წირვას. ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ქმედება, ეს არის გულითადი, ლოცვითი კავშირი ღმერთთან, ღვთისმშობელთან და მის უწმინდესობასთან. მისი უწმინდესობა, რომელიც არის შემოქმედი თანამედროვე ეკლესიისა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და სადაც ვცხოვრობთ, ამ ეკლესიაზე მზრუნველობას შესთხოვს, ამ ეკლესიის წინამძღოლობას შესთხოვს, რომ გააძლიეროს უწმინდესმა ქართველი ერი, ეკლესია, მოსაყდრე მეუფე შიო იმისთვის, რომ კეთილად უწინამძღვროს ამ პროცესებს," - აღნიშნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზი იაკობ მახნიაშვილმა.