მინესოტა სკოლებში გადასახადის გადამხდელთა ბიუჯეტით დაფინანსებული ტრანსგენდერი თოჯინების დარიგებას გეგმავს

კკ

მინესოტის შტატი 4 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის ტრანსგენდერი თოჯინების დარიგებას გეგმავს.

New York Post-ის ინფორმაციით, ქაღალდის თოჯინები, რომლებსაც მოხსნადი სასქესო ორგანოები აქვთ, მინესოტის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლამ 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შექმნა, რათა მათ "ისწავლონ იმ განსხვავებული არჩევანის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყვნენ".

თითოეულ თოჯინას აქვს გენდერულად ნეიტრალური სახელი, მოხსნადი შიდა და გარეგანი სასქესო ორგანოები, ასევე ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ვარცხნილობების 100-ზე მეტი ელემენტი.

გავრცელებული ცნობით, პროექტი გუბერნატორმა ტიმ ვოლცმა დააფინანსა, რამაც კონსერვატიული ჯგუფების უკმაყოფილება გამოიწვია.

უნივერსიტეტის სექსუალური და გენდერული ჯანმრთელობის ინსტიტუტმა შეისწავლა „ტრანს და გენდერულად მრავალფეროვანი“ ბავშვები და მათი მშობლები, რომლებიც ჯგუფებში ამ თოჯინებით თამაშობდნენ და „გენდერსა და სხეულებზე საუბრობდნენ“.

თოჯინების პროტოტიპები წარმოდგენილი იყო 2024 წლის კონფერენციაზე. მათგან ერთ-ერთს, სახელად „სემს“, სქესის ნაწილობრივი ცვლილება ეტყობოდა - სათამაშოს ერთ მხარეს მიმაგრებული ჰქონდა მოხსნადი სასქესო ორგანო, ხოლო მეორე მხარეს ეცვა კაბა და გოგონას თეთრეული.

კომპანია „MyGender Dolls“-ის ვებგვერდის მიხედვით, ტრანსგენდერი თოჯინები, რომლებიც პირობას დებენ, რომ „გენდერს გასართობს გახდიან“, ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლებისთვის, სკოლის ფსიქოლოგებისთვის, პედიატრებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის.

ისინი ბაზარზე პოზიციონირებენ, როგორც „თავის ტიპში პირველი თერაპიული სათამაშო მიდგომა, რომელიც შეიქმნა 4-დან 10 წლამდე ასაკის გენდერულად მრავალფეროვანი ბავშვებისთვის“. 

 

„შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ბავშვებს საკუთარი ისტორიების მოყოლაში და საკუთარი თავის დანახვაში. MyGender Dolls ხელს უწყობს მდგრადობას, თვითრწმენასა და სიხარულს სტრუქტურირებული, საინტერესო თამაშის მეშვეობით“, - აღნიშნულია ვებგვერდზე, სადაც გამოსახულია მამრობითი სქესის თოჯინა კაბაში.

დოქტორმა კუენტინ ვან მეტერმა, პედიატრთა ამერიკული კოლეგიის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ თოჯინებს „ადგილი არ აქვთ ეთიკური სამედიცინო მომსახურების სამყაროში“.

მისი თქმით, ბავშვები, რომლებსაც დაარწმუნებენ, რომ სქესის შეცვლა შესაძლებელია, „დაბნეულები“ გახდებიან, ხოლო „იდეოლოგების - მშობლების, მასწავლებლების თუ კონსულტანტების მიერ მიყენებული ემოციური ტრავმა“ გენდერულ დისფორიას გამოიწვევს.

ტიმ ვოლცს, რომელიც მესამე ვადით არის გუბერნატორი და 2024 წელს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო, განათლებისა და გენდერული პოლიტიკის გამო აქამდეც არაერთხელ გაუკრიტიკებიათ.