1780585320
მიხეილ სარჯველაძე: მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება, რაც აუცილებელია პაციენტების საუკეთესო ინტერესების დასაცავად
გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
"მინდა, შევუერთდე გამოთქმულ მადლობას მშობლების კონსტრუქციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილებების მისაღებად და აუცილებელი ფორმატია თანამშრომლობისა. მინდა, პირადად პრემიერ-მინისტრს გადავუხადო მადლობა პირადი ჩართულობისთვის. საკმაოდ დიდი ხანია, რაც გვაქვს ამ თემებთან დაკავშირებით კონსულტაციები და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელ დღემდე მისულიყო პროცესი. გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა. ყველა სიახლის შესახებ და მიმდინარეობის შესახებ, უპირველესად ინფორმირებული იქნებიან მშობლები, პაციენტები და საზოგადოებასაც მიმდინარეობის შესახებ ექნება სრული ინფორმაცია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.











