მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში, ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ჰიმნისა და „შავლეგოს“ ფონზე პირველი რესპუბლიკის დროშა აღიმართა

მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზო

მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ანსამბლ ,,სახიობას“ მიერ ნამღერი ჰიმნისა და „შავლეგოს“ ფონზე პირველი რესპუბლიკის დროშა აღიმართა.

ეს 1988 წელს დაწყებული ისტორიის ტრადიციული გაგრძელებაა, როდესაც მერაბ კოსტავამ ამავე ეზოში პირველი რესპუბლიკის დროშა აღმართა, დაუძახა ეზოს ბავშვებს და საქართველოს დამოუკიდებლობაზე ესაუბრებოდა.