1779737742
აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურში ავიაციის თემატიკის მრავალფეროვანი სივრცით არის წარმოდგენილი
26 მაისს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურში, ცენტრალურ ბულვარში, ავიაციის თემატიკის მრავალფეროვანი სივრცით არის წარმოდგენილი. ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყო, 18:00 საათამდე გაგრძელდება და ვიზიტორებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს, მათ შორის, ინტერაქტიულ სივრცეს, რომელიც აერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის იდეას და ქვეყნის ავიაციის ისტორიას.
კონცეფცია ეფუძნება თავისუფლებისა და ფრენის სიმბოლურ კავშირს, რაც წარმოაჩენს ქვეყნის განვითარებისა და პროგრესისკენ სწრაფვას.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი მოსახლეობა მოუწოდებს, შეუერთდეს საზეიმო ღონისძიებას.
"ჩვენ, ტრადიციულად, წარმოდგენილები ვართ საავიაციო თემატიკით, ფრენის სიმულატორით, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებითა და რეკრეაციული სივრცეებით. გთხოვთ, ოჯახებთან ერთად შემოგვიერთდეთ, რათა ყველამ ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე," - აცხადებს მოსეშვილი.











