მექანიკური ჭრილობა, დამწვრობა, ან ქიმიური დამწვრობა - რა შეიძლება გამოიწვიოს პიროტექნიკის გამოყენებამ

პიროტექნიკა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მარინა გიორგობიანი პიროტექნიკისგან მიყენებულ ზიანზე საუბრობს. 

მისი განცხადებით, პიროტექნიკას შეუძლია მრავალმხრივი დაზიანებები მიაყენოს ადამიანს, ესენია: მექანიკური ჭრილობა, დამწვრობა, ან ქიმიური დამწვრობა. 

„ბოლო წლებში პიროტექნიკისგან მიყენებული დაზიანებები ძალიან მომრავლდა. პიროტექნიკას შეუძლია მრავალმხრივი დაზიანებები მიაყენოს ადამიანს. სამწუხაროდ, ეს დაზიანებები ძალიან სერიოზულია. შეიძლება ტრავმა იყოს მექანიკური ჭრილობა, დამწვრობა, ან ქიმიური დამწვრობა.

პიროტექნიკის მოხმარების დროს, ახლო არეალში გამოიყოფა ქიმიური ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს, როგორც სასუნთქ სისტემას, ასევე მხედველობის ორგანოს და ეს ნივთიერებები ბავშვებისთვის უფრო მეტად ზიანის მომტანია, რადგან პატარას ორგანიზმს არ შეუძლია სწრაფად გადაეწყოს და პასუხი გასცეს ასეთ დაზიანებას.

ამიტომ, შესაძლებელია არამარტო მექანიკური დამწვრობის შედეგად, არამედ ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად მივიღოთ ჯანმრთელობის საკმაოდ სერიოზული გართულებები“, – განაცხადა მარინა გიორგობიანმა „ფორტუნას“ გადაცემაში.