„მე არ ვნახულობ ჩემს ვიდეოებს...“ - სვეტიცხოვლის კოლორიტული გიდის აქამდე უცნობი ამბავი

ციცინო ზივზივაძე

ისტორიული დედაქალაქის ყველაზე კოლორიტული გიდი რუსთავი2-ის გადაცემაში „ამბავი“ საკუთარ ისტორიას გვიყვება, რომელიც საზოგადოებამ თითქმის არ იცის.

პროფესიით ისტორიკოსი ციცინო ზივზივაძე 14 წელზე მეტია სვეტიცხოვლის გიდია. არ უყვარს ინტერვიუების ჩაწერა, თუმცა გადაცემა „ამბავში“ რამდენიმე აქამდე უცნობი დეტალი გაუმხილა მაყურებელს.

„არ მიყვარს ტელევიზიაში მისვლა. 20 წელია მიბარებენ, მაგრამ არცერთ ტელევიზიაში არ მივსულვარ. არ მიყვარს გამოჩენა. მერე მთხოვენ, სვეტიცხოველში მოვალთ, და მანდ მოგვეცი ინტერვიუოო და მეც ხათრის გამო ვაკეთებ ამას.

მცხეთა ჩემთვის ისეთია, რომ ვერ მივატოვებ. სანამ ისტორიკოსი გავხდებოდი, გიდი მანამდე გავხდი. ჩემმა ნათესავმა მომიყვანა აქ და მას შემდეგ დავრჩი.

პირველ პოპულარულ ვიდეოზე საუბრისას, ქალბატონი ციცინო ამბობს, რომ არ იცის როგორ მოხდა ინტერნეტსივრცეში ჩანაწერი. არც გადაღების ავტორი იცის. მე არ ვნახულობ ჩემს ვიდეოებს. არასდროს მომწონს ჩემი თავი. 

ამბობს, რომ ხშირად ამკობენ საქებარი სიტყვებით, მაგრამ თვლის, რომ არ იმსახურებს. ერთადერთი რაც მომწონს ჩემში, არის ის, რომ ვარ პატრიოტი.

„დაქორწინებული არ ვარ. ჩემი სურვილით არ დავქორწინდი. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ღვთის ნებით ხდება ყველაფერი. არ ვნანობ. რატომ ვარ ასე განსხვავებული არ ვიცი. ეს იყო ზეციდან ნაკარნახევი“,- ამბობს ქალბატონი ციცინო.

 

✕