„მძიმე ჩანთას ქალი არ უნდა დაათრევდეს, კარი უნდა გაუღო, ტრანსპორტში უნდა ადგე და დასვა…“ – გოჩა ჩერტკოევი

ჩერტკოევი

ცნობილმა მოცეკვავემ გოჩა ჩერტკოევი პიროვნულ ურთიერთობებში ინიციატივის გამოჩენასა და გენდერულ როლებზე „იმედი“ ეთერში ისაუბრა.

ჩერტკოევის განცხადებით, მაშინ როდესაც საქმე სიმპათიის გამოხატვას ეხება, ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან და ინიციატივის აღება ნებისმიერ მხარეს შეუძლია. მისი თქმით, ურთიერთობაში პირველი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ ერთ სქესზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

ამასთანავე, მოცეკვავე ხაზს უსვამს, რომ თანასწორობა სხვა საკითხებში უნდა გამოიხატებოდეს. „მაგალითად, მძიმე ჩანთას ქალი არ უნდა დაათრევდეს, კარი უნდა გაუღო, ტრანსპორტში უნდა ადგე და დასვა… მაგრამ თუ გოგონას მოსწონს ბიჭი და ის არაფერს ამბობს, ამ შემთხვევაში ყველა თანასწორია. ადამიანი ადამიანია. არის ორი სქესი – ქალი და კაცი, სხვა არაფერი არსებობს და ეს არ უნდა დაიკარგოს,“ — განაცხადა გოჩა ჩერტკოევმა.

მისი კომენტარი საზოგადოებაში გენდერული როლებისა და ურთიერთობებში ინიციატივის საკითხზე არსებულ დისკუსიას კიდევ ერთხელ შეეხო.