წყალი 16 საათით შეწყდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1772136064
მიუხედავად 19 სასანქციო პაკეტისა, რომელიც მიიღეს, რუსეთთან ვაჭრობა მაინც გრძელდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა ჰკითხა, რა სტანდარტია, როდესაც ბრიტანული ხელისუფლება ასანქცირებს ქართულ ტელევიზიებს და მეორეს მხრივ, რეალური მილიარდებით ამარაგებს რუსულ ომის მანქანას.
„აქ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ეფშტეინიზმთან. ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ ერებს მოუწოდონ რუსეთთან დაპირისპირებაზე, სანქციურ ომში შესვლაზე, რაც გამანადგურებელი შეიძლება იყოს ამ სახელმწიფოსთვის და მეორე მხრივ, გარკვეული ფინანსური წრეები რუსეთთან ვაჭრობით ითბობენ ხელს. მიუხედავად 19 სასანქციო პაკეტისა, რომელიც მიიღეს, რუსეთთან ვაჭრობა მაინც გრძელდება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.