მავნებელია თუ არა მომწვანო ფერის ლაქები ქათმის ხორცზე - ირაკლი არაბულის გაფრთხილება

არაბული საუბრობს ქათმის ხორცზე

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული youtubeის საკუთარ არხზე მორგი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქათმის შეძენისას საყურადღებო ნიშნებზე საუბრობს.

უმეტესობას ქათმის შეძენისას შეგვიმჩნევია ხორცზე მომწვანო ლაქები. ბევრი იტყვის, რომ ეს შესაძლოა ქიმიით გამოწვეულია ან ხორცის გაფუჭების ნიშანი იყოს.

„ქათმის ხორცის მწვანე შეფერილობა დაკავშირებულია არა მოწამვლასთან, ინფექციასთან ან ქიმიასთან, არამედ
დაავადებასთან, რომელსაც ეწოდება მწვანე კუნთის დაავადება.

„დაავადება ძირითადად, ბროილერის ჯიშის ქათმებში გვხვდება, რომლებიც ფერმებში იზრდებიან. ვინაიდან ეს ქათამი არ მოძრაობს, ძირითადად არის ერთ ადგილას და უეცარი მოძრაობის დროს ან ფრთების უეცარი გამოძრავებისას, სისხლის მიმოქცევა იკლებს, ზიანდება კუნთი და დროთა განმავლობაში ეს დაზიანებული კუნთი მწვანე შეფერილობას იღებს. ეს მდგომარეობა არ აზიანებს ქათმის ჯანმრთელობას, არ არის მომწამვლელი, არ არის ინფექციური და არ აზიანებს ქათმის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – განმარტავს ირაკლი არაბული.