მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ცუგა გადაარჩინეს

მაშველებმა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მეტეხის მიმდებარედ მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს. 

მაშველები სიმაღლიდან დაეშვნენ და წყლიდან ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს. ცხოველი თავს კარგად გრძნობს. 


სამაშველო ეკიპაჟის მიერ გადარჩენილი ძაღლი 2-3 წლის, ძუ სეტერია, რომელიც ჯიშისა და სხვა ვიზუალური მახასიათებლების მიხედვით, მაშველებმა სავარაუდოდ დაკარგულად მიიჩნიეს და პატრონის მოძიების მიზნით, თავშესაფარში გადაიყვანეს.

ცხოველი თავს კარგად გრძნობს. ის ათი დღის განმავლობაში პატრონის გამოჩენას თავშესაფარში დაელოდება, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, მისი გაჩუქების შესახებ განცხადება კვლავ სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნდება.