მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქი სიონის ტაძარში წირვას აღავლენს

სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.

 

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.