„მამიკო, ხელი არ გაუშვა ელენეს...“ – ნათესავი გოგოს გადასარჩენად ზღვაში დაღუპული კაცის შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

გეგეჭკორი

ოკუპირებული გალის რაიონში ტრაგედია დატრიალდა – მეათე კლასის მოსწავლე გოგო, ელენე ჭოლარია და მისი ბიძა, ზაზა გეგეჭკორი ზღვაში დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში გოგონას დასახმარებლად შევიდა, თუმცა როდესაც ის გარდაცვლილი ნახა, გული გაუსკდა და გარდაიცვალა“.

სოციალურ ქსელში დაღუპული ზაზა გეგეჭკორის შვილი, ლიზი გეგეჭკორი ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„სული მეწვის. ჩემი ყველაზე თბილი და ტკბილი მამიკო. ჩემი ანგელოზი ელენიკო. ძალიან, ძალიან მენანებით ცივი მიწისთვის. მამიკო, ხელი არ გაუშვა ელენეს, გაუფრთხილდი… მენატრებით უსაშველოდ. მიყვარხართ და მეყვარებით სამუდამოდ!!“ – წერს ლიზი გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.