„მამაო, მაი სურათი მე „იქით“ გამომადგება...“ - როგორ იხუმრა ედუარდ შევარდნაძემ, უკანასკნელი ზიარების შემდეგ

edo

ედუარდ შევარდნაძეს რომ იუმორი ჰქონდა, კარგად ნაცნობი ფაქტია. მეორე პრეზიდენტის სუფთა გურული ხუმრობები შემდეგ სწრაფად ვრცელდებოდა.

წლების წინ, სოციალურ ქსელში, ფოტო გავრცელდა, სადაც მას სასულიერო პირი აზიარებს. როგორც გაირკვა, ფოტო შევარდნაძის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე გადაიღეს.

ყოფილ პრეზიდენტს ოთხი წლის განმავლობაში დეკანოზი შალვა კეკელია აზიარებდა.

"პირველად პატრიარქმა მთხოვა, ედუარდ შევარდნაძესთან მივსულიყავი და მეზიარებინა. მას შემდეგ, დაახლოებით 4 წლის განმავლობაში, ხშირად დავდიოდი და ვაზიარებდი.

ერთ-ერთი ზიარების შემდეგ, ოჯახის წევრები ფოტოს იღებდნენ, ბატონმა ედუარდმა კი მე მითხრა – გადავიღოთ, მამაო, მაი სურათი მე "იქით" გამომადგება და შენ აქეთო…

კარგი იუმორი ჰქონდა ნამდვილად.

შემდეგ ეს ფოტო თვითონ გადმომცა ხელმოწერით", – ჰყვება „პრაიმტაიმთან“ დეკანოზი შალვა კეკელია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, 2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.